Accentnews.ge
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

13/03/2024 10:50:26 რეგიონები, რეკლამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სკოლაში განხორციელდა შენობის მთლიანი შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო დიდი ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი, კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე სივრცე.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. შენობა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით და სექტემბრიდან სწავლა განახლდება სრულიად რეაბილიტირებულ სივრცეში. მიმდინარე წელს აჭარის რეგიონში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათგან 38 სკოლაში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S