Accentnews.ge
გარემოს ეროვნული სააგენტო 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს

13/03/2024 14:09:36 რეგიონები, საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოში არსებული 22 მყინვარული მდინარის ხეობის კვლევას იწყებს.

სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის მატების გამო, მომდევნო წლებში მოსალოდნელია სტიქიური პროცესების განვითარების რისკების ზრდა და საჭიროა საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება

"მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კლიმატის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც მყინვარებზე უარყოფითი პროცესების გამწვავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში შესაძლოა სტიქიური პროცესების განვითარების რისკები გაიზარდოს.

მყინვარულ ხეობებში საფრთხეების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტებისათვის საჭიროა გლაციალური, კასკადური საფრთხეების გამოვლენა და რისკების დეტალური შეფასება, ასევე, რისკის ზონებში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება.

აღნიშნული კვლევების განხორციელება მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული, შესაძლო სტიქიური მოვლენების განვითარებით მიყენებული, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას. ",– აცხადებენ სააგენტოში.

კვლევა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი მყინვარებზე არსებული საფრთხეების განსაზღვრას, ხოლო მეორე ეტაპი გამოვლენილი საფრთხეების საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებას მოიცავს.

კვლევებს საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანია - “GEOTEST AG” შეასრულებს, რომელმაც დევდორაკ-ამალის ხეობაში განვითარებული გლაციალური ღვარცოფის შემდგომ განგაშის სისტემის ინსტალაცია, ასევე კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება განახორციელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S