Accentnews.ge
მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

14/03/2024 06:03:22 საზოგადოება, რეკლამა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან დამედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო.

"მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია - უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად - სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე.

კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთანკომუნიკაცია გაგრძელდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე - მედპერსონალის ინტერესები", – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S