
ფოთის მერიამ საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსა
14/03/2024 08:18:30 რეგიონები, რეკლამა
ფოთის მერიამ, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის 8 სტუდენტს სწავლის საფასური 50%-ით დაუფინანსა.
მერიის ცნობით, ასევე, წელს, პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალის სტუდენტებისთვის ამოქმედდა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია. ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ სასწავლებლის სტუდენტებს ფოთის მერიაში უმასპინძლა და აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო.
,,ფოთელი სტუდენტების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის საფუძველზე, ,,საბაკალავრო პროგრამის’’ ფარგლებში, ვაგრძელებთ ფოთელი სტუდენტების წახალისებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ფოთში გაიზარდოს სტუდენტების რაოდენობა. შესაბამისად, მუდმივად ვუჭერთ მხარს სასწავლებლის განვითარებას და აქტიურად ვთანამშრომლობთ” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.