სტოლტენბერგი: ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს აშშ-ის წევრობას NATO–ში
14/03/2024 12:04:59 მსოფლიო
ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა ნატოში გაწევრიანებას მისცემდა ხმას, ამგვარი გადაწყვეტილება ახლა რომ ყოფილიყო მისაღები. კვლევის ეს შედეგები ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სიტუაციის შეფასების წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოაცხადა.
მისი თქმით, ნატოს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ ყველა წევრ ქვეყანაში აჩვენა საზოგადოების მაღალი და ცალსახა მხარდაჭერა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიმართ.
„მაგალითად, შეერთებულ შტატებში ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ ხმას მხოლოდ 13% აძლევს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
„ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
ეს შედეგები ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მუქარას ალიანსში აშშ-ის წევრობის შეწყვეტის შესახებ.


