Accentnews.ge
უკრაინა ქერჩის სრუტისთვის სტატუსის შესაცვლელად იბრძოლებს

უკრაინა ქერჩის სრუტისთვის სტატუსის შესაცვლელად იბრძოლებს

28/05/2019 13:16:05 სხვა, მსოფლიო

უკრაინა იბრძოლებს, იმისათვის, რომ ქერჩის სრუტეს საერთაშორისოს სტატუსი მიენიჭოს, რაც ძალიან ბევრ კითხვასა და სამართლებლივ ჩამოუყალიბებლობას აღმოფხვრის და ამით აიძულებს რუსეთს, მესამე ქვეყნების ხომალდებისთვის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს, – განაცხადა დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა. 

მისივე თქმით, უკრაინის საგარეო უწყებამ უკვე მიმართა რუსეთს ნოტით და მოსკოვს ჰამბურგის საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დადგენილების აღსრულება მოსთხოვა, რომლის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, გასულ წელს შავ ზღვაში დატყვევებული უკრაინელი მეზღვაურები გაათავისუფლოს და უკრაინას სამი სამხედრო გემი დაუბრუნოს.

ცნობისთვის: მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი 24 უკრაინელი მეზღვაურის გათავისუფლების თაობაზე. 2018 წლის 25 ნოემბერს დაკავებულები ამ დრომდე მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში რჩებიან. რუსული მხარე მათ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავება. 

სასამართლოს დადგენილების თანახმად, მათ პატიმრობა ივლისის ბოლომდე გაუგრძელდებათ.

ქერჩის სრუტე შავ და აზოვის ზღვებს აკავშირებს. უკრაინასა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმებული შეთანხმება მოქმედებს, რომელიც მხარეებს სრუტის გამოყენების თანაბარ უფლებებს ანიჭებს. შეთანხმების თანახმად, ორივე სახელმწიფოს შიდა წყლებს მიეკუთვნება და არა საერთაშორისოს.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს ეს შეთანხმება არ დაუტოვებია, თუმცა აცხადებს, რომ უფლება აქვს, თავად განსაზღვროს ქერჩის სრუტეში მიმოსვლის წესები, მათ შორის – უკრაინული ხომალდებისთვის, კერძოდ, მათ რუსი ლოცმანების მომსახურებით უნდა ისარგებლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S