Accentnews.ge
აშშ–ის მორიგი მხარდაჭერა: დაიწყო ახალი პროეტი, რომლის მიზანი საზღვრის მართვის მიმართულებით შსს–ს შესაძლებლობების გაძლიერებაა

აშშ–ის მორიგი მხარდაჭერა: დაიწყო ახალი პროეტი, რომლის მიზანი საზღვრის მართვის მიმართულებით შსს–ს შესაძლებლობების გაძლიერებაა

15/03/2024 10:05:42 სამართალი

აშშ–ის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროეტი, რომლის მიზანი საზღვრის მართვის მიმართულებით შსს–ს შესაძლებლობების გაძლიერებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ გახსნით ღონისძიებაში. მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა

მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია უწყების შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის მართვის მიმართულებით.

ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა. გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი კარენ ჩეისონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი", – ნათქვამია შსს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S