
NATO–ს გენმდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა, ასევე ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს
15/03/2024 18:54:24 კავკასია, პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა - ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სტოლტენბერგი 17-დან 19 მარტამდე პერიოდში კავკასიურ ტურნეს გამართავს. კერძოდ, 17 მარტს ბაქოში ჩავად, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. შეხვედრებს ასევე გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.
18 მარტს სტოლტენბერგი თბილისში ჩამოვა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
მომდევნო დღეს, 19 მარტს ნატო–ს გენმდივანი ერევანს, სადაც შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.