
ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
28/05/2019 13:31:35 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს–პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ვებ–გვერდი ავრცელებს.
ზელენსკის გადაწყვეტილებას სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის! დიდება უკრაინას! პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებულება: „უკრაინის პრეზიდენტის 2017 წლის 26 ივლისის #196 ბრძანებულებაში შევიდეს ცვლილება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.