Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა: "ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა"

ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას შეხვდა: "ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა"

19/03/2024 06:56:01 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S