Accentnews.ge
სომხური ბანკები შეწყვეტენ რუსული გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მიღებას

სომხური ბანკები შეწყვეტენ რუსული გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მიღებას

19/03/2024 07:15:23 კავკასია

სომხეთის თითქმის ყველა ბანკის ბანკომატები და ტერმინალები 30 მარტიდან შეწყვეტენ რუსული გადახდის სისტემა „მირის“ ბარათების მიღებას. გამონაკლისი იქნება VTB Armenia, რუსული VTB-ის შვილობილი კომპანია. ამის შესახებ RBC VTB-ის სომხურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. ინფორმაცია სააგენტოს რუსულ გადახდის ბაზარზე წყარომაც დაუდასტურა.

ამჟამად სომხეთში VTB-ის 53 ფილიალია, მათ შორის 22 ერევანში. ქვეყანაში სულ ამ ბანკის 190 ბანკომატი ფუნქციონირებს.

თებერვალში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო დაბლოკვის სანქციები NSPK ოპერატორის წინააღმდეგ, რომელიც მართავს "მირის" სისტემას და ეკუთვნის რუსეთის ბანკს. მაშინ "მირის" ბარათები ფუნქციონირებდა სომხეთში, ყაზახეთში, ბელარუსში, ვენესუელაში, ვიეტნამში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, კუბაში, ასევე რუსეთის მიერ ოპკუპირებულ ქართულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში. ადრე, მაგალითად, ყაზახურმა Bereke Bank-მა (Sberbank-ის ყოფილმა შვილობილმა) გამოაცხადა უარი "მირის" ბარათებთან მუშაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S