Accentnews.ge
ფაშინიანმა და სტოლტენბერგმა NATO-სომხეთის ურთიერთქმედება განიხილეს

ფაშინიანმა და სტოლტენბერგმა NATO-სომხეთის ურთიერთქმედება განიხილეს

19/03/2024 09:05:43 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა.

როგორც სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა სომხეთ-ნატოს ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.

"გაიცვალა აზრები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეგიონულ პროცესებსა და დისკუსიებზე",– ნათქვამია შეტყობინებაში.

შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გრძელდება.

მანამდე სტოლტენბერგმა მაღალი რანგის შეხვედრები გამართა ბაქოსა და თბილისში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S