Accentnews.ge
ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

19/03/2024 09:46:08 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა.

ქუთაისის მერიის ცნობით, გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში - ,,სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა" - გამარჯვების შედეგად, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.

ქალაქის მერმა სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი შენაძენი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტების გიორგი არაბიძისა და ბექა ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S