Accentnews.ge
ქუთაისსა და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისსა და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა

19/03/2024 15:47:37 რეგიონები, რეკლამა

ქალაქ ქუთაისსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს შორის რეგულარული სვლაგეზის შესასრულებლად განკუთვნილი ელექტროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ტენდერი, საერთაშორისო კონკურსის გამოქვეყნებით, გამოაცხადა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ( GEF) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა (REC Caucasus).

ტენდერი ცხადდება პროექტის " ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით" ფარგლებში.

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ (UNEP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად (MEPA) , წამოიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის დაბალემისიიან განვითარებას - ეროვნულ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია GEF-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S