Accentnews.ge
შს მინისტრი: "რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება,  შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები"

შს მინისტრი: "რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება,  შემცირებულია მკვლელობები, მკვლელობის მცდელობები და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების ფაქტები"

20/03/2024 10:02:20 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სტატისტიკურ მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64%-ს აღემატება".

„2023 წელს, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია გაგრძელდა. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნა 64%-ს აღემატება. ასევე გრძელდება დანაშაულის კლების ტენდენციაც. შემცირებულია ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების ფაქტები, როგორიც არის მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, ასევე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S