Accentnews.ge
პროკურატურა: ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ბათუმში მდებარე სუროგაციის ცენტრში ​საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

პროკურატურა: ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ბათუმში მდებარე სუროგაციის ცენტრში ​საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

20/03/2024 12:00:27 სამართალი

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ბათუმში მდებარე სუროგაციის ცენტრში ​საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

"საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

19 მარტს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონები შეიტანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S