Accentnews.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/03/2024 06:03:10 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 10.5 კმ-იან მონაკვეთს.

მათვე ცნობითსარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.7 მილიონი ლარია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S