Accentnews.ge
კაცმა ზემო ალვანში ცოლის 15 წლის ნათესავიც დაჭრა

კაცმა ზემო ალვანში ცოლის 15 წლის ნათესავიც დაჭრა

21/03/2024 11:09:14 სამართალი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მომხდარ სისხლიან ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, შსს–ს ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კაცმა ცოლის გარდა,15 წლის ნათესავიც დაჭრა.

1978 წელს დაბადებული თ.თ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი - 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S