
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
21/03/2024 18:56:17 საზოგადოება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
თამაშის ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თამაშის ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა, მეორე ტაიმში კი ზივზივაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა პოზიციები გაიმტკიცა.
ფინალურ ეტაპზე ეროვნული ნაკრები ყაზახეთი-საბერძნეთის გამარჯვებულს შეხვდება.
მატჩი 26 მარტს თბილისში გაიმართება.