Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო

25/03/2024 07:00:55 პოლიტიკა

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოიცავს. წალენჯიხაში შეკრებილებმა უკვე გადაინაცვლეს ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც ქუთაისში ჩავლენ და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქცია დაანონსებულია გორშიც, ამის შემდეგ კი, პროტესტის მონაწილეები უკვე თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

"სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც, ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას, თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის იგორ ნარმანიას განცხადებით, "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S