აშშ-ის ელჩი: უკრაინას ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება, დასაკარგი დრო არ არის

25-03-2024 16:05:14 მსოფლიო

უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა სჭირდება დასავლეთის დახმარება,

მისი თქმით, "დასაკარგი დრო არ არის".

"დღეს დილით რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინას ჰიპერბგერითი რაკეტებით. ძლიერი აფეთქებები იყო კიევში. ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსეთმა ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინას ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება. დასაკარგი დრო არ არის", – აცხადებს დიპლომატი.

ცნობისთვის: კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეგობს გამო აშშ უკრაინისთვის მარავალმილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები