Accentnews.ge
1 აპრილიდან 1 მაისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

1 აპრილიდან 1 მაისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

25/03/2024 16:17:11 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება.

დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა, კერძოდ, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2024 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე შეიზღუდება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ავტომობილები აღნიშნული რეჟიმით შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით იმოძრავებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S