Accentnews.ge
"ანაკლიის პორტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ ავაშენებთ"

"ანაკლიის პორტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ ავაშენებთ"

22/12/2019 11:43:43 საშინაო პოლიტიკა

"გპირდებით, ანაკლიის პორტს და ქალაქ ანაკლიას ჩვენ ავაშენებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ" - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება სწორედ ანაკლია იქნება. სადაც ისინი მიიღებენ ღირსეულ სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს, ამასთან მიგვაჩნია, რომ ასეთივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უმთავრესია აფხაზური და ოსური საზოგადოების შემორიგება, მათი ნდობის დაბრუნება, აფხაზური და ოსური ენის, იდენტობის და კულტურის შენარჩუნებასა და დაცვაზე ზრუნვა, რადგან ადამიანების გარეშე არ არსებობს არც ტერიტორია და არც ქვეყანა" - განაცხადა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S