27-03-2024 18:26:10 საზოგადოება
სოციალური მედიის აფხაზი მომხმარებლები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ წარმატებაზე - ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე მსჯელობენ. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.
გამარჯვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრებთან ერთად თბილისის რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ, „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“.
ტელეგრამ– არხი RESPUBLICA წერს, რომ „ხელისუფლება, რომელიც განსაზღვრავს სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს, უნდა უპასუხოს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არასათანადო ქცევას“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა შეუსაბამო სტატია, რომ ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი 2022 წელს დააჯარიმა ეროვნული ნაკრების გასახდელში დროშის გამო, რომელზეც სერბეთი იყო გამოსახული მის შემადგენლობაში კოსოვოს ტერიტორიით.
ცხარე დისკუსია დაიწყო აფხაზი ჟურნალისტის როინ აგრბას Facebook–"პოსტის" ქვეშ, რომელმაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შედეგი გამოაქვეყნა.
კომენტარების ნაწილი:
კომენტარებში ქართველი მომხმარებლებიც გამოჩნდნენ:
აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა:
„როგორც ყოველთვის გამოგვდის. როცა ჩვენმა გუნდმა ConIFA მოიგო 2016 წელს და როცა ქვეყანას ასე უხაროდა, სამწუხაროდ, ქართველი FB მომხმარებელთა უმრავლესობა სარკასტულ კომენტარებს წერდა, დაგვცინოდნენ, მახსოვს, პენჯბთან თამაშზე ფსონებიც კი გაუქმდა, ოფისები დაიხურა და ა.შ. თუმცა, იყვნენ კეთილისმსურველებიც, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობდნენ ჩვენს გუნდს... და გაითვალისწინეთ, პოლიტიკური ლოზუნგები და შეურაცხმყოფელი შეძახილები არ ყოფილა. ამისთვის პატივისცემა ჩვენს ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებს. მართალი გითხრათ, მინდა, მოვისმინო აფხაზი გულშემატკივრების გულწრფელი მილოცვა საქართველოს ნაკრების მიმართ და მოვისმინე... სანამ არ გამოჩნდა პოლიტიზებული ლოზუნგები და შეძახილები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობას აღიზიანებს. ძვირფასო FB მომხმარებლებო საქართველოდან! როდის ისწავლით, უბრალოდ იხაროთ საკუთარი თავისთვის და მეზობლისთვის, მხოლოდ სპორტისა და პოზიტიური ემოციებისთვის? ნუთუ მართლა საჭიროა ყველაფრის რაიმე სახის პირობით ჩარჩოში გადაყვანა, რაც, წინასწარ იცით, რომ მოწინააღმდეგეების უარყოფით რეაქციებს გამოიწვევს? მიუხედავად ამისა, ვულოცავ ნამდვილ გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას, გუნდმა დაიმსახურა".