Accentnews.ge
ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

27/03/2024 18:51:40 რეგიონები

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა) გამო აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S