
“ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” “ლელოს" შეუერთდნენ
22/12/2019 12:55:59 საშინაო პოლიტიკა
პოლიტიკური მოძრაობები “ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” მამუკა ხაზარაძის მიერ ახალდაფუძნებულ პოპოლიტიკურ მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის-ში” ერთიანდება.
ახალი პარტიის წევრები ამბობენ, რომ პოლიტიკური ბლოკების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანება ნიშნავს, იმას რომ გაერთიანება იდეის გარშემო დროებითი არ არის.
როგორც „ლელო საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, მათი მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და მთავრობის დაკომპლექტება იქნება.
ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დღეს დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.