Accentnews.ge
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

23/12/2019 06:18:12 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

"პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ სტაბილურად მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრები ჯერჯერობით ნორმის ფარგლებშია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სამკურნალო-დაცვითი ნარკოზის ქვეშ, მდგომარეობა უცვლელია", - აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმი ბესარიონ გოგიტიძე.

ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავა. ორ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა, სამს კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით. ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთი პირი კი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S