29-03-2024 13:42:15 კავკასია
რუსულმა ავტომწარმოებელმა AvtoVAZ-მა აზერბაიჯანში Lada-ს მანქანების წარმოება დაიწყო.
"წელს დაგეგმილია 1500-მდე მანქანის წარმოება ერთ-ერთ ადგილობრივ წარმოში რუსეთიდან მიწოდებული კომპლექტით. მომდევნო რამდენიმე წელიწადში წარმოების მოცულობამ შეიძლება მიაღწიოს 4000-5000 მანქანას", განაცხადა Avtovaz-ის ხელმძღვანელმა მაქსიმ სოკოლოვმა.
იუწყებიან, რომ პირველი მოდელი იქნება Granta, 2024 წლის ბოლოსთვის ასევე იგეგმება Niva-სა და Vesta-ს წარმოების დაწყება.
”ადგილობრივი წარმოების გახსნა დაეხმარება Lada-ს, დაიბრუნოს თავისი ბაზრის ნაწილი და გაზარდოს ბრენდის ყოფნა აზერბაიჯანში”, - თქვა სოკოლოვმა.