
გერმანიაში დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ საქართველოს დროშებითა და ცეკვით შეეგებნენ (ვიდეო)
29/03/2024 13:13:35 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბუდუს თბილად დავხვედროდით“, – აღნიშნულია „კარლსრუეს“ ოფიციალური გვერდის განცხადებაში.
ფეხბურთელები ზივზივაძეს საქართველოს დროშებითა და ცეკვით შეეგებნენ.