
ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს
01/04/2024 04:33:06 საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მისი ცნობით, „გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები".
სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
ინფორმაცია კაცის ზვავში მოყოლის შესახებ 28 მარტს გავრცელდა.