Accentnews.ge
7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

01/04/2024 05:03:23 მსოფლიო

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ პირველად, ისრაელში ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. იერუსალიმის ქუჩებში ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა

დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა მოხდეს (აშშ-ში და ევროპის კავშირში ტერორისტულად შერაცხილი) "ჰამასის" მიერ დაკავებული ათეულობით მძევლის განთავისუფლება და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

თითქმის ექვსთვიანმა კონფლიქტმა კვლავ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობასთან დაკავშირებით, თუმცა ისრაელის საზოგადოება ძირითადად ომს ემხრობა.

მძევლების ოჯახები თვლიან, რომ დრო გადის და სულ უფრო ხმამაღლა გამოხატავენ ნეთანიაჰუს მიმართ უკმაყოფილებას. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები თვლიან, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.

ცნობისთვის: ისრაელმა ომი "ჰამასის" მეომრების მიერ ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს ნოემბერში ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ საერთაშორისო შუამავლების მცდელობა, გათავისუფლდნენ დანარჩენი მძევლები, ამ დრომდე წარუმატებელია. ღაზას სექტორში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომის შედეგად 32 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ღაზას სექტორში, რომელიც ისრაელის საპასუხო იერიშის შემდეგ ალყაშემორტყმულია, მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ისრაელი არ ითვალისწინებს საერთაშორისო მოთხოვნებს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ და აცხადებს, რომ "ჰამასი" სრულად უნდა გაანადგუროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S