ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გამწვანების ღონისძიებები დაიწყო

01-04-2024 15:04:51 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მუნიციპალიტეტში გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გამწვანების ღონისძიებები დაიწყო.

აიგენის მერიის ცნობით, ვარდი, ხვიარა და ტუია- ეს ის ხე-მცენარეებია, რომლებიც დაბა ადიგენში სხვადასხვა ლოკაციებს გაალამაზებს. ნერგების განაშენიანება ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, მოადგილემ სოსო რეხვიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა, მოადგილეებთან, მერიისა და საკრებულოს, ასევე ა.(ი).პ.ი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დილიდან დაიწყეს.

„ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ადიგენში ინტენსიურად ეწყობა გამწვანების ღონისძიებები. გასულ წელსაც დაბა ადიგენის სკვერი და სხვა ლოკაციები გავამწვანეთ“-აღნიშნა მერმა გოჩა ქიმაძემ.

ახალი ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას ადიგენის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები