Accentnews.ge
ყანდიაშვილი: "შესაძლოა, "ნაცებმა" Facebook-ის ადმინისტრაციაში ნაცნობი გამონახეს"

ყანდიაშვილი: "შესაძლოა, "ნაცებმა" Facebook-ის ადმინისტრაციაში ნაცნობი გამონახეს"

23/12/2019 11:52:41 ციტატა

"ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულმა 20-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც “მრავალათასიან” აქციებს ატარებს, "ფეისბუქის" ადმინისტრაციას ტვინი წაუღო გვებრძვიან, ვიდევნებით და გვიშველეთო. შესაძლოა, "ფეისბუქის" ადმინისტრაციაში ნაცნობიც გამონახეს და მიაღწიეს, რომ "ნაცების" მამხილებელი გვერდები დაებლოკათ. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდების დაბლოკვის შემდეგ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიურები გახდებიან და "ნაციონალური მოძრაობის" მხილების გაორმაგებული მონდომებით გააგრძელებენ".

ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

ცნობისთვის: Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება", – წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S