Accentnews.ge
წულუკიანი – "ტროლებზე": "საქართველოში არსებულ უსაზღვრო თავისუფლებას სოც. ქსელში ყველა იყენებს"

წულუკიანი – "ტროლებზე": "საქართველოში არსებულ უსაზღვრო თავისუფლებას სოც. ქსელში ყველა იყენებს"

23/12/2019 12:07:50 საშინაო პოლიტიკა

საქართვეოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "ფეისბუქის" მიერ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიშის გამოვლენისა და წაშლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქვეყანაში არსებულ უსაზღვრო თავისუფლებას სოციალურ ქსელში ყველა იყენებს".

“გულწრფელად გეტყვით, რომ არ არის ჩემთვის ამგვარი ანგარიშებისა და ტროლების შესახებ ცნობილი, თუმცა არის იმის შესახებ ცნობილი, რომ, მაგალითად, არ ვიცი, ვის მიერ შექმნილი "ტროლები" თუ "fake" ანგარიშები, ბოლო 7 წლის მანძილზე მიზანმიმართულად ეწეოდნენ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის დისკრედიტაციას. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ უსაზღვრო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც საქართველოშია, და ეს არის ძალიან მისასალმებელი და კარგი, სოციალურ ქსელს ყველა, იქნება ეს ინდივიდი თუ რომელიმე ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია, იყენებდეს იმისთვის, რომ საკუთარი არგუმენტები გააცნოს საზოგადოებას. კარგია, რომ "ფეისბუქი" ამაზე მუშაობს და, ალბათ, მომავალშიც დასჭირდება, არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც", – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება", – წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S