02-04-2024 12:26:34 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ნახიჩევანის მიმართულებაზე გაუხსნეს ცეცხლი.
"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეველის რაიონის სოფელ არაზდეიენისა და გარაკილსეს რაიონის სოფელ საიბალის დასახლებების პოზიციებიდან, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რაიონის სოფელ ჰეიდერაბადისა და შაჰბუზის რაიონის სოფელ ბიჩენეკის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს ცეცხლი",– ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბრალდებებს უარყოფს ერევანი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა პირველ აპრილს, 22:00 საათზე, სოფელ კუტის (გეღარქუნის რაიონი) და 2 აპრილს 00:40 საათზე სოფელ თეღის (სიუნიკის რაიონი) მიდამოში ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს.