Accentnews.ge
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის დეპუტატობის შეწყვეტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

23/12/2019 12:19:25 საშინაო პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა.

„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად გასაჩივრდება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იყო უკანონო, პოლიტიკური დევნა და უპრეცედენტო შემთხვევა, რაც პარლამენტარიზმის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო აქტი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 12 დეკემბერას შეუწყდა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S