02-04-2024 17:03:04 კავკასია
მახაჩკალას მერიის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, ნაგვის შესაგროვებლად გასულიყვნენ, რადგან დაღესტნის დედაქალაქში უშიშროების ძალების მიერ მიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების შემდეგ "ნაგვის კოლაფსი" წარმოიქმნა: პოლიციამ საბიუჯეტო დაწესებულება „მახაჩკალა-1“-ის თანამშრომლები დააკავა და ქალაქში ნაგვის შემგროვებელი აღარავინ იყო. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს.
ამავდროულად, ქალაქის ადმინისტრაცია იუწყება, რომ პრობლემები წარმოიშვა „ტექნიკური მიზეზების გამო“.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაფიქსირდა ქალაქის სანიტარული მდგომარეობის გაუარესება; ტექნიკური მიზეზების გამო რეგიონულ ოპერატორს (მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის) MBU Makhachkala-1-ს შეექმნა სირთულეები“, - იუწყება ქალაქის ადმინისტრაცია.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით, მახაჭყალის ადმინისტრაციაში და დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მომუშავე მამაკაცებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგვის გაწმენდა-გატანაში მიიღეს მონაწილეობა.