TI: მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა

02-04-2024 18:40:30 საზოგადოება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ “რადიო თავისუფლებისთვის” და ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიწოდებული ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან,– აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოში".

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დოკუმენტის მიხედვით, დედა, დარეჯან თავართქილაძე, სს “ბახტრიონიდან” 2019 წლის თებერვლის შემდეგ დივიდენდის სახით თვეში 17,054.78 ლარს იღებს მაშინ, როდესაც კომპანიის ფინანსური ანგარიშების თანახმად,* მას 2019-2022 წლებში დივიდენდის სახით 2.5 ჯერ ნაკლები, თვეში დაახლოებით 6,900 ლარი უნდა მიეღო.

კითხვები გიორგი მიქაუტაძის დედის შემოსავალთან დაკავშირებით გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაადეკლარირა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150,000 აშშ დოლარი აჩუქა.

ორგანიზაცია გამოდის შეხსენებით, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობაა:

"ამ მექანიზმის შემოღებას მიქაუტაძე სასამართლოს სხვა გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან ერთად ეწინააღმდეგება.

იხილეთ ასევე: მოსამართლეების დევნა განსხვავებული აზრისთვის?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები