02-04-2024 19:21:59 საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით.
"გაცნობებთ, რომ 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - ნათქვამია 112–ის შეტყოპბინებაში.
მანამდე გარემოს ევროვნული სააგენტო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.