02-04-2024 23:03:27 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 2 აპრილს სატელეფონო საუბრისას განიხილეს ტაივანის, ხელოვნური ინტელექტისა და უსაფრთხოების საკითხები.
არის ვარაუდი, რომ ეს სახელმწიფოს მეთაურებს შორის რეგულარულ დიალოგზე დაბრუნების სიგნალის დემონსტრირებას უნდა წარმოადგენდეს. დღევანდელი მოლაპარაკებები პირველი იყო ნოემბერში კალიფორნიაში გამართული სამიტის შემდეგ, სადაც მათ გამართეს ოთხსაათიანი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო მზარდი დაძაბულობის თავიდან აცილება მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის დაპირისპირებაში.
ჩინეთში ასევე გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის ვიზიტი 4 აპრილს.
ნოემბერში შეხვედრისას ბაიდენი და სი შეთანხმდნენ სამხედრო კავშირების განახლებაზე, ასევე მოლაპარაკებების გამართვაზე ხელოვნურ ინტელექტზე და კლიმატური ცვლილების ირგვლივ თანამშრომლობაზე. ვერ შეთანხმდნენ ტაივანზე.
ბაიდენმა მოლაპარაკებებს უწოდა "ერთ-ერთი ყველაზე კონსტრუქციული და პროდუქტიული დისკუსია, რაც ჩვენ გვქონია".
ჩინეთის ლიდერმა მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა, რომ „ერთმანეთს ზურგს ვერ ვაქცევთ“ და თქვა, რომ „პლანეტა დედამიწა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორმა ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას“.