ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები IDF-ის დარტყმას ემსხვერპლნენ

02-04-2024 23:31:40 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი სწორედ ისრაელის არმიის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა. საუბარია ჰუმანიტარულია ორგანიზაცია World Central kitchen-ის თანამშრომლებზე.

ნეთანიაჰუს თქმით, საჰაერო შეტევა "უნებლიე შეცდომა იყო, რაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა."

მანამდე გამოძიებს დაწყების შესახებ განაცხადა ისრაელის არმიამ. IDF–ის პრესსპიკერმა თქვა, რომ გამოძიების პირველადი შედეგები მოსახლეობისთვის მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.

შემთხვევა 1 აპრილს ღაზას სექტორში, დემილიტარიზებულ ზონაში მოხდა. დაღუპულებს შორის არიან, კანადის, პოლონეთის, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები. ჰუმანიტარულ კოლონაზე ისრაელის ავიაციამ დარტყმა იმ დროს მიიტანეს, როდესაც ორგანიზაციის თანამშრომლები ბრენდირებული და დაჯავშნული 2 ავტომობოლით ისრაელთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობდნენ.