ჩრდილოეთ კორეამ წლის დასაწყისიდან მესამედ გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა

02-04-2024 23:43:23 მსოფლიო

სამშაბათს, 2 აპრილს სეულმა დააფიქსირა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გასროლა. სავარაუდოდ, საუბარია საშუალო მანძილის ბალისტიკურ რაკეტაზე, რაც მესამე ასეთი გამოცდაა წლის დასაწყისიდან. ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap იტყობინება.

იუწყებიან, რომ სამხრეთ კორეის გენშტაბმა დააფიქსირა გაშვება ფხენიანის მახლობლად მდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 6:53 საათზე. რაკეტამ იაპონიის ზღვაში ჩავარდნამდე 600–მდე კილომეტრი დაფარა.

სამხედრო ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია გამოსცადოს რაკეტა ჰიპერბგერითი ქობინით, გასულ თვეში მისი ძრავის გამოცდის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები