პაპუაშვილი: რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ

03-04-2024 13:05:14 ციტატა

„არანაირ „რუსულ კანონს“ საქართველოს პარლამენტი არ იღებს. არც არასდროს მიღია და არც არასდროს მიიღებს. ეს პათეტიკა, რაც შარშან გაგივიდათ, წელს არ გაგივათ. დაივიწყეთ. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ოპოზიციონერ ხატია დეკანოიძის საპასუხოთ, რომ „ქართული ოცნება“ „რუსული კანონის“ მიღებას აპირებს.

"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".

კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები