03-04-2024 15:15:11 ციტატა
"ან გავხდებით რუსეთის უკანა ეზო ან ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის!
ეს ქვეყანა ჩვენია და არა უსამშობლოების!
გავიმარჯვებთ!",– წერს "ფეისბუქზე" მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი – ჭყლის ჭავლთან ევროკავშირის დროშით მებრძოლი ნანა მალაშხია.
"ქართულმა ოცნებამ" დანაპირები, რომ "აგენტების" შესახებ ანტიკონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტში არ დააბრუნებდა, ერთ წელიწადში გადათქვა და პროექტს პარლამენტში აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ პროექტის შინაარსი უცვლელი იქნება, თუმცა იქნება მხოლოდ ერთი ცვლილება – "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად მიეთითება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი".
დეპუტატის თქმით, კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე [ივნისის ბოლო პარასკევი] იქნება სამივე მოსმენით მიღებული.
კანონპროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა მიღებას, თუმცა საყოველთაო პროტესტის ფონზე ვერ შეძლო, მოწინააღმდეგეების მხრიდან შეფასდა "რუსულ კანონად". მსგავს კანონს კრემლის რეჟიმი კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების დევნისთვის იყენებს.