სახალხო დამცველი: დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

03-04-2024 18:19:36 პოლიტიკა ,საზოგადოება

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე , - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საკანონმდებლო ორგანოში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მან დეპუტატებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისაგან.

"დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“, - წერს იოსელიანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები