03-04-2024 21:53:47 მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, უკრაინის მიმართ მისი ქვეყნის მხარდაჭერა ურყევია. როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს იუწყება, ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა კიშიდამ თქვა, რომ სურს, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს გულწრფელი პატივისცემა გამოუხატოს სიმამაცისთვის და რომ იაპონია ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში", ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვანებით, ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან კიშიდას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება და რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის შექმნა.