Accentnews.ge
ხარკოვზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

ხარკოვზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა

04/04/2024 05:48:39 მსოფლიო

ხარკოვზე რუსეთის მორიგ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა დაღუპულებს შორის მაშველებიც არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, მათ შორის – 14-სართულიანი კორპუსი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმისას ერთ-ერთი სახლის მობინადრე ქალი დაიღუპა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რამდენიმე ადგილზე ხანძარი მოჰყვა. ერთ-ერთ მისამართზე მაშველების მუშაობის დროს დრონებით მორიგი დარტყმა იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი მაშველი ადგილზე, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. კიდევ ერთი მაშველი დაჭრილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S