Accentnews.ge
ზელენსკი: ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი, ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი

ზელენსკი: ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი, ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი

04/04/2024 05:50:06 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ნათლად ესმის, რატომ აგროვებს რუსეთი ჯარისკაცებს თავის ჯარში.

„ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ნათლად გვესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, რისთვის სურთ ჯარისკაცების შეკრება თავიანთ არმიაში. ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ შესაძლებლობით, ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის", – განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S