Accentnews.ge
ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

04/04/2024 06:09:04 მსოფლიო

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი - კვლავ ნანგრევებში რჩება.

ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი - თავშესაფრებში იმყოფება.

გუშინ ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ყველაზე ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S