Accentnews.ge
შსს: „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევისა და მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

შსს: „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევისა და მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

04/04/2024 06:30:50 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ბრალდებული კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტსივრცეში რეალიზაციას“, – აცხადებენ შსს-ში.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S